"ეს რა ქნა ნინო ნადირაძემ?! თავზე გადაალეწა აწყობილი 9-თვიანი პიარი მანიაკის დედუნას და გონებაშეზღუდულ სექტანტებს!" - ბონდო მძინარაშვილი
ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი 3 თებერვალს, კლინიკა "ვივამედის" ხელმძღვანელის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებას ეხმაურება და წერს, რომ ნინო ნადირაძემ 9-თვიანი პიარი დაანგრია.
"ეს რა ქნა გუშინ ნინო ნადირაძემ?!
თავზე გადაალეწა აწყობილი 9-თვიანი პიარი მანიაკის დედუნა ვალიდეს, მამას, ბიძას, ძმებს, ცოლებს, შვილებს, ადვოკატებს, ევროპარლამენტარებს, უკრაინის კორუმპირებულ ხელისუფლებას და გონებაშეზღუდულ სექტანტებს!", - წერს მძინარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.