თეგებით ძიება

"მიშას ყოველი გათეთრებული თმის ღერი, ამოვარდნილი მხარი, ნაჯაჯგურები კისრის მალები, ამოყრილი ნეკნები არის ერის სირცხვილი!" - მეგი გოცირიძე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტის შესახებ წერს.

მისი თქმით, სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ქვეყნის სირცხვილია.

"მიშას ყოველი გათეთრებული თმის ღერი, ამოვარდნილი მხარი, ნაჯაჯგურები კისრის მალები, ამოყრილი ნეკნები, უჰაერობით შეკრული ყოველი ამოსუნთქვა, არის ერის სირცხვილი! სატანას ფეხის მკვნეტელი ივანიშვილი, არ უნდა ჩაძაღლდეს, იქამდე უნდა იცოცხლოს, ვიდრე სამარტოო საკანში, უპატრონობით არ ჩალპება და მატლი არ გამოხრავს! უნდა ლპებოდეს, სატანას უნდა ევედრებოდეს სიკვდილს და არ უნდა კვდებოდეს, საღ ჭკუაზე უნდა ეწამოს, უნდა უყურებდეს აყვავებულ, მიშასთან ერთად გაბრწყინებულ, გაერთიანებულ საქართველოს, ბოღმისგან უნდა იტანჯებოდეს და სკდებოდეს, ეშმაკს უნდა ეხვეწებოდეს წაყვანას და ისიც უარს უნდა ეუბნებოდეს!", - წერს მეგი გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა