რუსთავში 40 წლამდე ქალმა ქმარი დაჭრა
რუსთავში 40 წლამდე ქალმა ქმარი გულ-მკერდის არეში დაჭრა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოლსა და ქმარს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.
დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქალი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.