არანაირი პოლიტიკური ვენდეტა არ იქნება - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ახალ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს წარმატებებს უსურვებს და აცხადებს, რომ პარტიულ თანამდებობაზე ყოფნას არსებული მენეჯმენტის პირობებში არ აპირებს.
„ვფიქრობ, ბრძოლას იქ სადაც ჯერ კიდევ ვხედავ ბრძოლის აზრს. ძალიან ბევრი თანამოაზრე მყავს. არაფერს არ ვავალებდი ხაბეიშვილს. არ ვარ პარტიულ თანამდებობაზე და არც ვაპირებ ამ მენეჯმენტის პირობებში ყოფნას. მე და ლევან ხაბეიშვილს არჩევნების შემდეგ არ გვისაუბრია.
ვუსურვებ ლევან ხაბეიშვილს წარმატებას, მიუხედავად დიდი პრობლემებისა, რომელსაც მე ვხედავ და რომელსაც ის ახლა ეჯახება. ხაბეიშვილს ვუსურვებ წინააღმდეგობა გაუწიოს მავნე გავლენებს, რაც მის თავს უამრავი იქნება. არანაირი პოლიტიკური ვენდეტა არ იქნება“, - აცხადებს ნიკა მელია.