ცოლმა უღალატა, ცოლის საყვარელმა კი მოკლა... ორჯერ ჩაარტყა დანა ყელში - ახალი დეტალები საფრანგეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე
10 თვის წინ საფრანგეთში საქართველოს გაუჩინარებული მოქალაქის, 30 წლის ელბრუს გარაჯაევის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა კაცის მკვლელობის მოტივი ცოლზე ეჭვიანობა გახდა.
მოკლულის ძმის, ელვარ გარაჯაევი თქმით, ჯერ მოკლეს მისი ძმა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით გარდაცვლილის ცხედარი რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილას გადაიტანეს.
„ცოლი ახლოს არ უშვებდა, არც სახლში. უკვე 5-6 თვის ფეხმძიმე იყო, აღარ ჰქონდა ჩემს ძმასთან კონტაქტი. მარტში 15-დან 20 რიცხვამდე აიღო შვებულება. მე დილიდან საღამომდე ვმუშაობდი და შემდეგ გავიგე, რომ უთვალთვალებდა თავის ცოლს, ეჭვი ჰქონდა ალბათ რაღაც.. დაურეკა ელჩინს, კაცს რომელზეც ჰქონდა ეჭვი და დაუთქვა შეხვედრა. ელჩინმა შეცვალა შეხვედრის ადგილი და დაიბარა გარაჟში, ხელოსანი ყოფილა მანქანის. როცა მივიდა მასთან ჩემმა ძმამ დაუწყო ცემა. ელჩინს დაუწყია ყვირილი დამეხმარეთო. ვიღაც ორი კაცი გადმოსულა მანქანიდან და რკინა ჩაარტყეს თავში. მათ ჩემი ძმა ეჭირათ ხელში, ელჩინმა კი დანა ჩაარტყა ყელში ორჯერ...“, - აცხადებს "პრაიმტაიმთან" საუბრისას მოკლულის ძმა.
მოკლული საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენება მომდევნო კვირაში იგეგმება.
სამართალდაცავებმა 30 წლის ელბრუს გარაჯაევის მკვლელობის საქმეზე დააკავეს 6 პირი, რომელთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.