შეიძლება შემდეგი პატიმარი მე ვიყო - გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედის“ მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც მას სააკაშვილთან საჭირო კალორიების შემცველი საკვები არ მიაქვს.
„ახლა უცნაური ტერმინი გავიგე - სპეციფიკური დიეტა. თურმე ნუ იტყვით და ეს ყველაფერი ყოფილა სპეციფიკური დიეტის ბრალი. ჩემკენ იშვერენ თითს და რაღაცა მომენტში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შეიძლება შემდეგი პატიმარი უკვე მე ვიყო. მე ვარ თურმე დამნაშავე, რომ ის კალორიები არ მიმაქვს, რაც საჭიროა. როგორც ჩანს მენანება ჩემი შვილისთვის და ასე ნელ-ნელა ვკლავ“- განაცხადა „ფორმულას“ ეთერში გიული ალასანიამ.