ოლექსი რეზნიკოვმა შესაძლოა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვოს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს, სავარაუდოდ, დაზვერვის სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დაიკავებს.
მედიის ცნობით, ამჟამად პრეზიდენტის გუნდი ფიქრობს, სად გადაიყვანონ რეზნიკოვი, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არავის ეპარება ეჭვი, რომ ის გუნდში უნდა დარჩეს.
განიხილება რეზნიკოვის იუსტიციის მინისტრად დანიშვნა, ხოლო იუსტიციის მოქმედი მინისტრი დენის მალიუსკა შესაძლოა, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ელჩად გაგზავნონ.