"ვოლტის" კურიერების შემდეგ, "ბოლტის" ტაქსის მძღოლებიც გაიფიცნენ
"ბოლტის" ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.
როგორც გაფიცული მძღოლები აცხადებენ, 15-20 პროცენტით შეუმცირდათ თანხები, რაც მათ შემოსავალზეც აისახა.
მათი განცხადებით, ამ პირობებში მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ.
დღეს, თბილისში, "ვოლტის" კურიერებიც გაიფიცნენ.