თეგებით ძიება

გვირაბი გაჰყავთ, კორპუსი იშლება - ზესტაფონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ზესტაფონში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მოწყობის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლების ქვეშ გვირაბების მოწყობას აპროტესტებს.

მათი თქმით, გვირაბების მოწყობისას, მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერია, რომ კორპუსები და საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა.

"გვარწმუნებენ, რომ არ შეეხებოდა გვირაბის მშენებლობა ჩვენს კორპუსს, მაგრამ ფაქტები არის სხვა. კორპუსი იშლება, დღითიდღე ბზარები იმატებს და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩამოიშალოს. ამ ხნის განმავლობაში გვირაბი გაჰყავთ, არიან შემოსული შენობის შიგნით, გამოაქვთ მიწა, მიწა გამოდის, შენობა ძირს მიდის",- ამბობენ ადგილობრივები.

მოსახლეოების თქმით, მათ ხელთ ექსპერტიზის დასკვნაც აქვთ, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ შენობაში ცხოვრება საფრთხისშემცველია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა