თეგებით ძიება

მიცვალებულთა ნეშტები, ადამიანთა ძვლები ღია ცის ქვეშ ყრია - საზარელი სანახაობა გორიჯვრის გზაზე

გორში, გორიჯვრის ისტორიული სალოცავისკენ მიმავალ გზაზე ღია ცის ქვეშ, გზის პირას ადმიანის ძვლებია მიმოფანტული. ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს ძვლები ადრექრისტიანული სამარხებიდანაა, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა. სავარაუდოდ, ძვლები სასულიერო პირებისაა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე იყო სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ახლა საქონლის სადგომადაა ქცეული. 

პრობლემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილმა, მინდია გოდერძიშვილმა გაავრცელა. 

"მალა ხერხემლის, ფრაგმენტები ყრია უამრავი და არეულია ნაგავში, ძალიან ძველი საფლავებია. აქ ძალიან დიდი როლი ითამაშეს კომუნისტებმა. გათლილი ფილაქვებით გაკეთებული ჩასასვენებლები. ამას უნდა სპეციალისტი დააზუსტოს ისტორიის რომელ მონაკვეთში გამოიყენებოდა დაკრძალვის ეს წესი", - ამბობს მინდია გოდერძიშვილი. 

სასულიერო პირები, ადგილობრივები და ისტორიკოსები სამარხების შესწავლას და მიმოფანტული ძვლების რელიგიური წესით დაკრძალვას ითხოვენ.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა