თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 4-ის ნაცვლად, 2 წლით აირჩევა - ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ბაჟაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარე, 4-ის ნაცვლად, 2 წლის ვადით აირჩევა, შემდეგი არჩევნები კი 2025 წელს ჩატარდება.

"მინდა, პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებები გაგაცნოთ. პირველი ცვლილება უკავშირდება, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევითობა 2 წელიწადში ერთხელ იყოს განსაზღვრული. ანუ, დღეს მოქმედი პოლიტსაბჭოს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა შემცირდება და პარტიის თავმჯდომარე 2 წლით აირჩევა. 2025 წელს ახალი არჩევნები იქნება. მეორე ცვლილება უკავშირდება რეგიონული საბჭოების შემოღებას. საბჭოები ყველა რეგიონში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით შეიქმნება... ასევე, განსაზღრული გვაქვს, რომ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება 4 წლის ნაცვლად, 2 წლის ვადით იქნება დადგენილი. შესაბამისად, პოლისტაბჭოს თავმჯდომარის არჩევნებიც 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევითობა სავალდებულო წესით იქნება, არა უმეტეს 2 წლის ვადით", - განაცხადა ბეჟაშვილმა პარტიის ყრილობაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა