თეგებით ძიება

"საქართველოში მოხდება მიწისძვრები, მაგრამ ზუსტი პროგნოზი არ შეგვიძლია" - გეოლოგი საქართველოს სეისმური საფრთხის რუკას აქვეყნებს (ფოტო)

თურქეთსა და სირიაში, 6 თებერვალს 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიური უბერურებას სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება და ბევრი კითხვა მოჰყვა.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, გეოლოგ თეა გოდოლაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ძველ ჩანაწერს, რომელშიც სპეციალისტი საქართველოს სეისმოაქტიურობაზე წერს და სეისმური საფრთხის რუკას აქვეყნებს.

"მეგობრებო, მეზობლებო, თანამემამულენო! მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. ამიტომ, მე არასდროს არ ვიტყვი და არავის არ ვეტყვი, რომ ამადა ამ დღეს, ამა და ამ საათსა და წუთზე და ამა და ამ ადგილზე (კოორდინატების მითითებით) მოხდება მიწისძვრა.

მეტიც, ძალიან არასერიოზულია ეს და მსოფლიო სამეცნიერო სივრცე სკეპტიკურად უყურებს იმ მკვლევარებს, რომლებიც იჩემებენ მიწისძვრის პროგნოზი შეგვიძლიაო.

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს. ეს არის სეისმური საფრთხის შეფასება. გრძელვადიანი პროგნოზი ნიშნავს, რომ სამეცნიერო კვლევის საფუძველზე, დანაკვირვებ მასალაზე დაყრდნობით, კონკრეტულ ტერიტორიაზე, გარკვეული ალბათობით, მომავალში შესაძლებელია მოხდეს ისეთი სიდიდის მიწისძვრა, რომელიც ამა და ამ გრუნტის მაქსიმალურ აჩქარებას გამოიწვევს.

სხვა სიტყვებით: დიახ, საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. აქ ხდებოდა, ხდება და მოხდება მიწისძვრები. გახსოვთ თბილისის 2002 წლის მიწისძვრა? (Mw=4.5)ეპიცენტრი იყო თბილისში. 1991 წლის რაჭის მიწისძვრა (Ms=7) და ა.შ.

ამიტომ, დიახ, საქართველოში მოხდება მიწისძვრები, მაგრამ ზუსტი პროგნოზი არ შეგვიძლია. შეგვიძლია მხოლოდ სეისმური საფრთხის შეფასება.

ეს არის საქართველოს სეისმური საფრთხის რუკა. თავისუფალი ვარდნის აჩქარებით გამოსახული. ბალს აღარვინ იყენებს. რაც უფრო წითელია, საფრთხე მით მეტია", - წერს თეა გოდოლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა