თეგებით ძიება

ზუგდიდის პოლიციაში ჯიქიების ოჯახის წევრების დაკითხვა დასრულდა

ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში დასრულდა ჯიქიების ოჯახის წევრების დაკითხვა, რომელთა სახლში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს.

ადვოკატის თქმით, ომიანე ჯიქია და მისი ცოლ-შვილი დაკავებული არ არიან.

„დაკითხეს და დღეს გაუშვეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ახლა სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ ეტაპზე მათი დაკავება მოსალოდნელი არ არის, არც ბრალია წაყენებული. აქ იმყოფებოდნენ როგორც მოწმეები“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს დილით, სოფელ ჯიხაშკარში, ჯიქიების საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

ესებუას პოლიცია 2 წელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა. მას ბრალი 4 მუხლით, მათ შორის, ტერორიზმის, დაუსწრებლად წაუყენეს. სასამართლო პროცესები ამ პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. მომდევნო სხდომა 20 თებერვალსაა დანიშნული.

ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა, სადაც მან მძევლები აიყვანა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ მიიმალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა