თეგებით ძიება

"ქართველებო! ვიცით გარკვეული ალბათობით, სად შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ როდის, არ ვიცით!" - რა მიმართვას ავრცელებს სეისმოლოგი?

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ მიწისძვრების პროგნოზირება ვერ კეთდება.

"ქართველებო, დებო და ძმებო! მიწისძვრის პროგნოზი ვერ კეთდება. ვიცით სეისმოლოგებმა გარკვეული ალბათობით, სად შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ როდის, არ ვიცით!  ნუ აყვებით ჭორებს!", - წერს სეისმოლოგი.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიში მმხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოშიც მოხდება 9 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა