თეგებით ძიება

ჯი­ქი­ე­ბის სახ­ლში ბადრი დღეს შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა,ის იქ არ იმალებოდა... - რას ჰყვება ესებუას ადვოკატი?

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუას ადვოკარი, სოსო ჯანაშია საქმის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ ესე­ბუა ბრალს არ აღი­ა­რებს. ამის შესახებ სოსო ჯანაშიამ AMBEBI.GE-სთან ისაუბრა.

„რო­გორც ბად­რი ესე­ბუ­ამ მი­თხრა, ჯი­ქი­ე­ბის სახ­ლში ის დღეს შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც კი მათ­თან მი­ვი­და, თით­ქოს ელოდ­ნე­ნო და მა­შინ­ვე და­ა­კა­ვეს. შე­საძ­ლოა, უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ და ამი­ტომ. იმ ოჯახ­მა არც იცო­და, თუ მი­ვი­დო­და, რომც სდო­მო­დათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერც მო­ა­ხერ­ხებ­დნენ, ვინ­მეს­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნათ. ჯი­ქი­ე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი კი არი­ან, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში ბად­რი იქ ნამ­დვი­ლად არ იმა­ლე­ბო­და. დღეს გა­ვი­ცა­ნი ბად­რი და მას­თან საქ­მე­ზე დე­ტა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია. რო­მე­ლი თან­ხა უნდა ეხ­სე­ნე­ბი­ნა, ის სა­ერ­თოდ უარ­ყოფს ამ და­ნა­შა­ულს, ამ­ბობს, ეს ყა­ჩა­ღო­ბა მე არ ჩა­მი­დე­ნი­აო და ბუ­ნებ­რი­ვია, თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი არც ყო­ფი­ლა. ესე­ბუა სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხავს ამ და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბას და აპი­რებს ბო­ლომ­დე ბრძო­ლას“, - განაცხადა ჯანაშიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ესებუა თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ თვლი­და, მა­შინ რა­ტომ არ გა­მოჩ­ნდა მა­ნამ­დე, ადვოკატმა უპასუხა:

„იმი­ტომ რომ, რო­გორც ამ­ბობს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან თა­ვი­დან­ვე ჩემი სა­ხე­ლი გაჟ­ღერ­და და ჩემი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის საფრ­თხეც იდგა, ამი­ტომ ვი­მა­ლე­ბო­დიო. ბად­რის მერე ძმაც და­უ­ჭი­რეს - ბი­ძი­ნა ესე­ბუა (რომ­ლის ად­ვო­კა­ტიც გახ­ლა­ვართ) აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოდ გა­ა­სა­მარ­თლეს და ამის მერე იმე­დი სა­ერ­თოდ გა­და­მე­წუ­რა, რომ გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ჩემს მი­მართ რა­ი­მე სა­სი­კე­თო მოხ­დე­ბო­დაო. ესე­ბუა მე­უბ­ნე­ბა, ყა­ჩა­ღო­ბის ღა­მით სახ­ლში ვი­ყა­ვი და მე­ო­რე დღეს, რო­გორც კი ჩემი სა­ხე­ლი გაჟ­ღერ­და, წა­ვე­დი და და­ვი­მა­ლეო. ის შორ­საც არ წა­სუ­ლა, იქვე იყო და...

ამ­ბობს, ჩემი ძმის და­კა­ვე­ბის მერე, და­ვა­პი­რე სა­მა­ლა­ვი­დან გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორც გან­ვი­თარ­და და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი გა­ა­სა­მარ­თლეს, მერე იმე­დი გა­და­მე­წუ­რა და აღარ გა­მოვ­ჩნდიო. მგო­ნია, რომ ის გულ­წრფე­ლია, დაც­ვა სხვას ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც იტყვის, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც ვფიქ­რობ, ეს კაცი ამ საქ­მეს­თან არა­ფერ შუ­ა­შია. იმა­ზე, თუ სად იმა­ლე­ბო­და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ ამა­ზე სხვა დროს ვი­სა­უბ­რებთ. მას აინ­ტე­რე­სებ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, დე­ტა­ლე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია მის წი­ნა­აღ­მდეგ, პრო­ცე­სი 20 თე­ბერ­ვალ­საა ჩა­ნიშ­ნუ­ლი და რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა და რა სტრა­ტე­გი­ით მი­ვუდ­გე­ბით საქ­მეს, ეს თე­მე­ბი გა­ვი­ა­რეთ..

ზო­გა­დად ამა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, თო­რემ სად იყო, რო­გორ იყო, შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ჩვენ­თვის უკვე ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.. ვფიქ­რობ, ესე­ბუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს ამი­ტომ ვი­და­ვებთ ბო­ლომ­დე და შე­ვუდ­გე­ბით იმის მტკი­ცე­ბას, რომ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. რო­გორც ბი­ძი­ნას საქ­მე გა­ა­ყალ­ბეს, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ვე თე­მაა აქაც. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას საქ­მის მერე, მას სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბის დიდი იმე­დი არ აქვს. დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში, როცა ეს ნო­მერ პირ­ვე­ლი საქ­მეა და სა­ხელ­მწი­ფოს დაკ­ვე­თა, მეც არ მაქვს დიდი იმე­დი, სა­სა­მარ­თლო ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ რა­მეს გა­და­წყვეტს. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ, რომ სა­ბო­ლო­ოდ, აქ თუ არა, ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში მა­ინც გა­ვერ­კვეთ, მისი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე იყო თუ არა რე­ა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი“, - აცხადებს ადვოკატი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა