თეგებით ძიება

ბადრი ესებუა თბილისში გადმოჰყავთ - ბრალდებული სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიხდის

"საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული, ბადრი ესებუა თბილისში გადმოჰყავთ - 43 ადამიანის მძევლად აყვანაში ბრალდებული 34 წლის კაცი, სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიხდის.

ის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის ადამიანი არ არის რომელმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი წაიღო.

მისი თქმით ბანკის ძარცვის დღეს სახლში იყო, ისვენებდა და გაქცევა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტელევიზიით საკუთარი გვარი მოისმინა.

ბადრი ესებუა ამტკიცებს იმასაც, რომ საქართველო არასდროს დაუტოვებია. 

რაც შეეხება წაღებულ თანხას, პოლიციამ მას ამ დრომდე ვერ მიაკვლია. 

შეგახსენებთ, ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა