თეგებით ძიება

რადიკალური ოპოზიცია დასუსტებულია და აღარ აქვს რადიკალიზაციის რესურსი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ისინი არა მარტო რადიკალური ოპოზიცია არიან, ისინი იყვნენ რადიკალური ხელისუფლებაც და ცხრა წლის განმავლობაში, რაც უფრო ძლიერი იყო ხოლმე ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში, მით უფრო მეტი ზიანი ადგებოდა ქვეყანას და ხალხს.

"რადიკალიზაცია არის დამოკიდებული მთლიანად რადიკალური ოპოზიციის სიძლიერეზე. რადიკალური ოპოზიცია ძლიერი უნდა იყოს იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია. დღეს, ჩვენი და არა მარტო ჩვენი, ზოგადად ქვეყნის მთავარი მიღწევა არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და შესაბამისად აღარ აქვს რადიკალიზაციის რესურსი ისინი არა მარტო რადიკალური ოპოზიცია არიან, ისინი იყვნენ რადიკალური ხელისუფლებაც და ცხრა წლის განმავლობაში, რაც უფრო ძლიერი იყო ხოლმე ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში, მით უფრო მეტი ზიანი ადგებოდა ქვეყანას და ხალხს. იზრდებოდა რეკეტის ხარისხი, პატიმრების წამების ხარისხი, ომი მაშინ მოხდა, როცა ძლიერები იყვნენ და ა.შ. ოპოზიციაშიც, როცა ძლიერდება „ნაცმოძრაობა“, მაშინ მეტი არეულობა და პრობლემები აქვს ხოლმე ქვეყანას და ხალხს. ამ შემთხვევაში კარგია, რომ „ნაცმოძრაობა“ არის უკიდურესად დასუსტებული, შესაბამისად ეს დადებითად აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე, საზოგადოების მდგომარეობაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და მთლიანად რადიკალიზაციის ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "პირველი არხის" ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა