თეგებით ძიება

ჩვენ უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები... - ლევან ხაბეიშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი გე­ლათ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და კულტურის მინისტრს, თეა წუ­ლუ­კი­ანს აკის­რებს და ამბობს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა.

"რა­საც აკე­თებ­და რუ­სე­თი ჩვენს ეკ­ლე­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იგი­ვეს აკე­თებს კრემ­ლის ხელ­დას­მით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ქალ­ბა­ტო­ნი წუ­ლუ­კი­ა­ნი, რო­მე­ლიც ანად­გუ­რებს გე­ლათს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნა დადო, მი­სი­ვე სა­მი­ნის­ტროს კონ­კრე­ტულ­მა სამ­სა­ხურ­მა. ანუ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მა­ვალ­მა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­წე­რეს დას­კვნა, გე­ლათ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არის უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. დიახ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და წუ­ლუ­კი­ა­ნი არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი იმ ვან­და­ლიზ­მზე, რაც ხდე­ბა. აქე­დან ახ­ლოს, არის ბაგ­რა­ტი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით აღ­დგა, ასე­ვე აღ­დგა უამ­რა­ვი ეკ­ლე­სია. ამ დროს ივა­ნიშ­ვი­ლი ანად­გუ­რებს კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბებს. მე მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა, გვინ­და, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ექ­სპერ­ტე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და მზად ვართ, უზ­რუნ­ველ­ყოთ ყვე­ლა­ზე კარ­გი ექ­სპერ­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა ჩვე­ნი ხარ­ჯით. ამი­ტომ გვი­წევს წუ­ლუ­კი­ან­თან ეს შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ თქვენ და­ან­გრი­ეთ გე­ლა­თი და წა­შა­ლეთ ის­ტო­რია. ჩვენ უნდა განვდევ­ნოთ ეკ­ლე­სი­ი­დან წუ­ლუ­კი­ა­ნე­ბი, მა­ჯ­ლა­ჯუ­ნე­ბი, ეშ­მა­კე­ბი, ამ ხალ­ხმა არ უნდა და­ი­ბუ­დოს აქ. ან მი­ი­ღეთ ეს შე­თა­ვა­ზე­ბა, ან ხალ­ხის პა­სუ­ხი უნდა იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ვა­ტა­როთ", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა