თეგებით ძიება

ქართველმა მაშველებმა სამი ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს - უახლესი კადრები თურქეთიდან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველ მეხანძრე -მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიას თურქეთსა და სირიაში 15 ატასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა