თეგებით ძიება
10. 02. 2023 მსოფლიო

პირვალი, რაც ითხოვა, იყო რძე - თურქეთში მიწისძვრიდან 90 საათის შემდეგ ნანგრევებიდან 10 წლის გოგო ამოიყვანეს

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 90 საათის შემდეგ ნანგრევებიდან 10 წლის გოგონა ცოცხალი ამოიყვანეს.

ჰილალ საღლამი ჰათაის პროვინციაში მდებარე შენობის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც გამთენიისას ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სამაშველო ჯგუფის წევრებმა ნანგრევებიდან ხმა გაიგეს. მაშველები ბავშვის ამოსაყვანად 7 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

დაშავებული გოგო საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი, რაც ბავშვმა ითხოვა გადარჩენის შემდეგ, იყო რძე.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს ორივე ქვეყანაში 21 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვარპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა