თეგებით ძიება
10. 02. 2023 მსოფლიო

ნანგრევების ქვეშ დაბადებული აიას (სასწაული) შვილად აყვანა ათასობით ადამიანს უნდა - რა ხდება ცნობილი ახალშობილ ბავშვზე?

სირიაში, 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სახლის ნენგრევებში ქალმა გოგონა გააჩინა. მშობიარობის შემდეგ დედა გარდაიცვალა.

ახალშობილს აია დაარქვეს, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს. BBC-ის ცნობით, ასიას შვილად აყვანის სურვილი უკვე ათასობით ადამიანმა გამოთქვა.

"მე მინდა, ვიშვილო აია და მას ღირესული ცხოვრება შევუქმნა", - აცხადებს ერთ-ერთი მსურველი.

გარდა დედისა, აიას მამა და მისი ოთხივე დედმამიშვილი მიწისძვრამ იმსხვერპლა. ჩვილი ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი Jანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს ორივე ქვეყანაში 21 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვარპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა