თეგებით ძიება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6670 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6702 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0032 ლარი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8758 ლარს შეადგენდა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1416 ლარს შეადგენს და ასევე გაუფასურდა ფუნტი, რომელიც 3.2292 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 თებერვლიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა