კაცმა, რომელმაც ნანგრევებში $4 მილიონი იპოვა, ფული პოლიციაში მიიტანა - რა ინფორმაცია ვრცელდება თურქეთიდან? (ფოტო)
თურქეთში, ჰათაიში საჯარო მოხელემ, რომელმაც მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებში 4 მილიონი დოლარი იპოვა, ნაპოვნი თანხა პოლიციაში მიიტანა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 20 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, დანგრეულია 6 ათასამდე შენობაც. სტიქიური უბედურების ზონაში 24-საათიანი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.