სუსტდება ყოველდღე, უჭირს წამოდგომა ძალიან და ჭამაც უჭირს - გიული ალასანია სააკაშვილზე
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედში“ მისი შვილის სანახავად მივიდა.
მისი თქმით, სააკაშვილი ყოველდღე სუსტდება.
"სუსტდება ყოველდღე, უჭირს წამოდგომა ძალიან და ჭამაც უჭირს, ლაპარაკიც უჭირს, ყველაფერი უჭირს. ოთხშაბათს 27 ქვეყნის ხელისუფლება მიმართვას ჩვენს ხელისუფლებას, სააკაშვილის გათავისუფლებას შუამდგომლობით, რომ მიეცეს შესაძლებლობა, გაიაროს მკურნალობა პოლონეთში“, - აცხადებს გიული ალასანია.