საკმარისია, ორი ლუკმა ჩაიდოს და ეწყება მაჯის ბაგაბუგი - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მის შვილს საკვების მიღება არ შეუძლია და თავს ისევ შეუძლოდ გრძნობს.
„როგორ უნდა შევცვალოთ და როგორ უნდა გავზარდოთ კალორიები, როცა ადამიანი საკვებს ვერ იღებს? საკმარისია, ორი ლუკმა ჩაიდოს, და ეწყება მაჯის ბაგაბუგი, უჩქარდება საშინლად, ტაქიკარდია ეწყება, დაუწყეს ახლა, შესაბამისად, რაღაცების მიცემა“, - აცხადებს გიული ალასანია.