თეგებით ძიება

გოგა ჩანადირი ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს ულოცავს - ნახეთ, რას წერს ფოტოხელოვანი?

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„აი, ამ კარგი ბიჭის დაბადების დღეა 12 თებერვალს.

22 წლის გახდა ხვიჩა კვარაცხელია.

8 თვეა, "ნაპოლის" შემადგენლობაშია და არამხოლოდ ადგილობრივები, მსოფლიო გადარია. 

ვერ დაასახელებთ საყოველთაო მედიასაშუალებებს, მასზე რომ არ დაეწერათ. ოქროს ბურთის ნომინანტთა ათეულშია დასახელებული.

10 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი უკვე 70 მილიონი დოლარი ღირს.

საოცარ ფეხბურთს თამაშობს. მას საუკეთესო მცველებიც კი ვერ აჩერებენ.

ის გრიგალია სტადიონებზე. მისი დარტყმები საგოლეა ან გოლია. მეკარეები ისეთივე უმწეონი არიან, როგორც ჩვილები.

ნაპოლის შემადგენლობაში 22-ჯერ ითამაშა და 10 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა. მოიპოვა 11-მეტრიანებიც. პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გაიტანა გოლი და თანაც, თავით. ორივე ფეხით ერთნაირად კარგად თამაშობს.

მისი მოძრაობის გამოცნობა ძნელია. ის მხატვარია. შედევრებს ჰქმნის და აღტაცებაში მოჰყავს გულშემატკივრები.

უამრავ ადამიანს გააცნო ქართველები და საქართველო. ეს რამდენმა ვერ მოახერხა და ამ პატარა ბიჭმა თვეებში შეძლო.

ხვიჩა ჩვენი ნაკრების მთავარი ღერძია. როცა ის სტადიონზეა, გუნდი იგებს.

არის შრომისმოყვარე, მიზანდასახული,  თავმდაბალი, სამაგალითო და არ უშინდება გამოცდილ და ცნობილ მეტოქეებს. მისთვის ფეხბურთი სიამოვნებაა და ეს სხვებისთვისაც გადამდებია.

დღეს ხვიჩა და "ნაპოლი" "კრემონეზეს" დაუხვდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.

ხვიჩასთვის დაბადებისდღის დიდი საჩუქარი გოლი იქნება.

ის გრიგალია, დღესაც გრიგალისებურად დაატყდება მეტოქის კარს და აუცილებლად გაიტანს გოლს ან საგოლე გადაცემას შეასრულებს.

ხვიჩა, გილოცავ დაბადების დღეს!

დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, - წერს გოგა ჩანადირი.

ცნობისთვის, დღეს, 12 თებერვალს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა