თეგებით ძიება
12. 02. 2023 მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს - გაერო

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტის გრიფიტსი აცხადებს.

როგორც გრიფიტსი აღნიშნავს, სამაშველო ღონისძიებები თურქეთსა და სირიაში, სავარაუდოდ, მალე დასრულდება, რადგან მისი თქმით, ადამიანების ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანის ოპტიმალური დრო - 72 საათი ითვლება.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში ორი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 28 000-ს გადასცდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა