თეგებით ძიება

„ხელოვნება“, „თავისუფლება“ მიაჯღაბნე გალერეის კედელზე და გმირი ხარ“ - გოგა ხაინდრავა სანდრო სულაბერიძის საქმეზე

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„სიბეცე მუდამ ლოზუნგებს ეფარება! „თავისუფლების“ და „დამოუკიდებლობის“ მოწოდებებით ინიღბება შური და ბოღმა! ესე იყო 1937-ში. დღეს ვერ გვხვრეტდნენ... რა ქნას უნიჭომ? „ხელოვნება“, „თავისუფლება“ მიაჯღაბნე გალერეის კედელზე და გმირი ხარ! შენნაირი უნიჭოებისთვის“, - წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, მხატვარ, სანდრო სულაბერიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ საუბარია, ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, როდესაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა