"არ არსებობს რაიმე წინასწარი ინფორმაცია, რომ დამანგრეველი მიწისძვრა მოხდება" - რა მიმართვას ავცელებს გეოლოგი?
გეოლოგი, ლაშა სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს და სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დღეს საღამოს საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდება.
გეოლოგის განმარტებით, მიწისძვრების წინასწარი პროგნიზი არ კეთდება.
"მიწისძვრის პროგნოზი არ კეთდება.
არ არსებობს რაიმე წინასწარი ინფორმაცია, რომ ამ ღამით დამანგრეველი მიწისძვრა მოხდება.
მედიებს გთხოვთ დახმარებას ამ ინფორმაციის გავრცელებასა და უსაფუძვლო პანიკის დასრულებაში", - წერს ლაშა სუხიშვილი.