თეგებით ძიება

მადლიერება ჯანმრთელობას აუმჯობესებს და სტრესს ამცირებს

მადლიერება სათნოების გამოხატულებაა. ადამიანთა უმეტესობამ ეს პირადი გამოცდილებიდანაც იცის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მადლიერება ძირითადი კომპონენტია, რომელიც ადამიანებს უფრო ბედნიერად და დიდხანს ცხოვრებაში ეხმარება.

ასევე არსებობენ მატერიალისტი ადამიანები, რომელთაც ქონება ახარებთ. ასეთი ადამიანები რეალურად უბედურები არიან - ცარიელი გრძნობაა, გიყვარდეს ის, რაც თავად ვერ შეგიყვარებს.

მადლიერება სტრესს ამცირებს. მადლიერებით გამოწვეულ ემოციას ჩვენი სირთულეებით მოცული ყურადღება დადებითი აზრების შექმნისკენ გადააქვს.

მადლიერება ნეგატიურ ემოციებს ფანტავს და ის უკმაყოფილებისა და შურის გრძნობების თავიდან აცილების გარანტიაა.

მადლიერება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. მოგწონთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ? მადლიერების გრძნობა აერთიანებს ადამიანებს, ამყარებს ნდობას და აძლიერებს კავშირებს - სამუშაო ადგილზე, სამეგობრო წრეში, ოჯახებში თუ ცოლ-ქმარს შორის.

მადლიერება აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას. მადლიერი ადამიანები იშვიათად სტუმრობენ ექიმებს და სხვებზე დიდხანს ცოცხლობენ.

https://fullfocus.co/gratitude-advantage/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა