"პატარა ლაშა, საყვარელი ბუნჩულა... რატომ ხდება, რომ სიკვდილს ყველაზე კეთილი ხალხი მიყავს?" - რა ინფორმაცია ვრცელდება?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, თეკო მიქაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მის მასწავლებელს შვილი დაეღუპა.
"ირმა ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი არის, ყოველთვის ვგრძნობდი რომ განსაკუთრებულად ვუყვარდი და სულ უძლებდა ჩემს სიცელქეს, მეც განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან სხვა მასწავლებლებისგან განსხვავებით არ მავიწროებდა ჩემი სიცელქის გამო. ისეთი ვუყვარდი სულ როგორიც ვიყავი. სახლში სულ ვამბობდი ყველაზე კეთილი მასწავლებელია-მეთქი და ჩემი ოჯახიც მეთანმხებოდა.
გუშინ ამ ყველაზე კეთილ მასწავლებელს შვილი გარდაეცვალა. როგორ მახსოვს პატარა ლაშა, საყვარელი ბუნჩულა ლაშა, სახეზე ეტყობოდა რომ დედასავით კეთილი ბიჭი გაიზრდებოდა.
მგონი სიკვდილი მხოლოდ კეთილ ადამიანებს ართმევს საყვარელ ადამიანებს, რომ გაააბოროტოს. აბა რატომ ხდება რომ ქვეყნად ათას ბოროტი დადის ჯანმრთელად და
ესეა ეს! კეთილ ადამიანებს ყველაზე ნეტად ტკენს გულს ცხოვრება.
თუმცა გულით მჯერა რომ სამოთხეში, ყველა კეთილი ადამიანი ერთად ბედნიერად ცხოვრობს და გველოდებიან ჩვენ", - წერს მიქაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგის, ირმა შაპოვალოვის შვილი, ლაშა შაპოვალოვი მოულოდნელად გარდაიცვალა.