უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლი გალელი, რამინ ბახტაძე დაიღუპა
რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის მხარეს მოხალისედ მებრძოლი 49 წლის რამინ ბახტაძე დაიღუპა. ინფორმაცია „გალი ტვ“-მ გაავრცელა.
რამინ ბახტაძის მამა, არნოლდ ბახტაძე ამბობს, რომ რამინ ბახტაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალის სოფელ პირველი ოტობაიადან იყო.
მამა ამბობს, რომ მისის შვილი რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ცხოვრობდა. გასული წლის 15 დეკემბერს მეგობრებთან ერთად ჩეჩნეთში წავიდა, საიდანაც უკრაინაში გაემგზავრა. იგი ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მეგობრებთან ერთად წავიდა და 31 დეკემბერს, უკრაინელების მიერ ქალაქ მაკიივკაზე მიტანილი იერიშისას დაიღუპა.