თეგებით ძიება

„სად არის სისხლიანი საფერფლე, ვინ მოკლა ჟვანია, გირგვლიანი ვინ მოკლა, შე გვამებით მოვაჭრე?!“ - ვის მიმართავს მეგი გოცირიძე?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალური ქსელის მეშვეობით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.

„მეკარტოფილე, მქსოველი, მთავარსარდლად წოდებული, კრიმინალი ნათესავების შემწყალებელი, მიშასთვის მოქალაქეობის წამრთმევი და  რუსი ოლიგარქის ხათრით არჩეული პლასტელინ მარგველაშვილი,  ისე წავიდა, რომ  ჩვენი სამხედრო ტყვეები და მამა გიორგი, ხიხოს  სატუსაღოში ჩატოვა, ირინა ენუქიძეს გმირი დედის წოდება მიანიჭა  და ძალიან მაინტერესებს ენუქიძეს რა დამსახურება ჰქონდა ან მის შვილს საქართველოს წინაშე, რომ გმირი დედის წოდება მიანიჭა და  რატომ გიორგი ანწუხელიძის, რომა შამათავას, ბაჩო ახალაიას ან  კობა თოდუას, გია სოსანაშვილის დედას არ მიანიჭა, რომლებმაც ნამდვილი გმირები გაუზარდეს სამშობლოს, ან გმირი მამის წოდება რატომ მიანიჭეს ყაჩაღის გამზრდელ-ნარკოდილერ იურას და არა ვაახა  მაჩალიკაშვილს, რომელსაც სისტემამ ჩაუცხრილა შვილი და წლობით ქუჩაში იდგა და დგას სამართლის საძიებლად, სწორედ ისევე ასახელებს მკვლელებისა და მათი მფარველების გვარებს, როგორც  ენუქიძე ასახელებდა ბესელიებთან ერთად! 

კოლექტიურო ბესელიებო, მითხარით გვარი და სახელი გირგვლიანის  მკვლელის, მიპასუხეთ ვინ მოკლა გირგვლიანი?!

ენუქიძე დასჯას ითხოვდა სანოძის, რომელსაც ბრალს სდებდა მხოლოდ იმაში, რომ მისი დაბადების დღე იყო, დასჯას ითხოვდა  დონაძის, რომელიც დაკითხულიც კი არ არის გირგვლიანის საქმეზე  და მხოლოდ იმიტომ ითხოვდა მის დასჯას, რომ მეგობრის  დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ენუქიძე დასჯას ითხოვდა მელნიკოვის, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეთ, ენუქიძე დასჯას ითხოვდა სააკაშვილის, რომელსაც მურუსიძის სასამართლომ უთხრა, შენ არ მოგიკლავს და არც არავის მოუკლავს,  ასფიქციით გარდაიცვალა, მაგრამ  შენ, მაინც მკვლელი უნდა გეძახოთ, დისკრეციული უფლება რატომ გამოიყენე, როცა  ორასამდე ყოფილ ძალოვანს ამნისტია (არა შეწყალება) შეახე და იქ  იყვნენ ისინიც, რომლებმაც ოქროყანაში გარჩევაზე აიყვანეს გირგვლიანიო, ოღონდ არც იმათ მოუკლავთ, რადგან საქმე არ  გადაკვალიფიცირდა და მკვლელობა არ დასტურდებაო!

ენუქიძე ითხოვდა მურუსიძის დასჯას, რომელიც სასამართლოს  ლიდერია დღეს.....

ახლა პასუხი გამეცით კოლექტიურო ბესელიებო, მურუსიძე 11 წელია  თქვენი სახეა და  ვითომ 7 წლის თავზე რომ გაახსენდა ბესელიასა და გედეონს, როცა წყალი შეუდგათ ფარისევლებს, მურუსიძის იმდროინდელი არცერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რატომ არ გააუქმეთ, მკვლელებო? !

გირგვლიანის საქმეზე ვის დასჯასაც ითხოვდა, თქვენგან შეგულიანებული ენუქიძე, არცერთი არ იხდის სასჯელს  გირგვლიანის მკვლელობისთვის!

მიპასუხეთ გარეწრებო, ვინ მოკლა გირგვლიანი, ვინ მოკლა      სარალიძე, ვინ მოკლა მაჩალიკაშვილი, ვინ მოკლა ბარბარე  რაფალიანცი, ვინ მოკლა ბაჩალიაშვილი, ჩვენი სპეცნაზელები და ჯარის კაცები, ვინ  მოკლა თათუხაშვილი, წურწუმია, სტურუა,  კიწმარიშვილი და საერთოდ  რატომ არის  ირინა  ენუქიძე გმირი  დედის ორდენით  დაჯილდოებული, რა დამსახურებისთვის?!

მარგველაშვილო, მჯიღებს რომ იცემ ახლა, სად არის სისხლიანი საფერფლე, გამაგებინე გვარი და სახელი ვინ  მოკლა ჟვანია, გირგვლიანი ვინ მოკლა, შე  გვამებით  მოვაჭრე, ბენდუქიძის მკვლელო?!“ - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა