"ადგილობრივები გვთხოვდნენ: თქვენ მოდით, დაგვეხმარეთ სხვა არ გვინდაო... ასეთები ვართ ქართველები" - რას წერს ქართველი მაშველი თურქეთიდან?
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, მიშო შუბითიძე თურქ მოსახლეობასა და ქართველი მაშველების შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურად წერს.
"1 კვირა გავიდა რაც აქ ვართ, რა შემიძლია ვთქვა , ადგილობრივების გასაჭირზე არაფერს ვიტყვი..... მაგრამ საქართველომ და ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ სხვაზე უკეთესები თუ არა ნაკლები არაფრით არ ვართ! ადგილობრივები პირდაპირ გვთხოვდნენ თქვენ მოდით თქვენ დაგვეხმარეთ სხვა არ გვინდაო. საქართველოს როგორც კი გაიგებენ, სიხარულით და იმედით ივსებიან, რადგან ხედავენ რომ თავს არ ვზოგავთ, ასეთები ვართ ქართველები , პატარა ერი დიდი გულით", - წერს შუბითიძე.
შეგხსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის დასახმარებლად 100 ქართველი მაშველიც გაემგზავრა სტიქიური უბედურების ზონაში.