სიკვდილის პირას არის - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
“ვაზიარე და წამოვედი, ძალიან მაგვიანდება, სინოდის სხდომა იწყება. მე ასეთი არაფერი მინახავს, სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, ვერ წარმოვიდგენდი თუ კიდევ შეიძლებოდა.
ისეთი გამხდარია, განლევაა არის უკვე კუნთების, გავგიჟდი, ღრმული აქვს ხელზე, იწვა, ძლივს ლაპარაკობს, თვითონაც მითხრა, რომ მე ასე ცუდად არ ვყოფილვარ. კიდევ მუცლის შიდა არეში აქვს ტკივილები დაწყებული. სიკვდილის პირას არის ნამდვილად, მე ცხოვრებაში, შემიძლია ღვთის წინაშე ვთქვა, რომ ტყუილი არ მითქვამს და არც ვიტყვი არასოდეს რაც არ უნდა მოხდეს, იმედი მაქვს. ტყუილს არ ვამბობ, ძალიან ცუდად არის.
თუ მკვლელობის განაჩენი არ აქვს გამოტანილი, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.