თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა.
თურქეთში 35 400-მდე ადამიანია დაღუპული.
სირიაში სტიქიამ 6 000-მდე მოქალაქე იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს სტატისტიკა საბოლოო არ არის და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაორმადგეს.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.