"ქმარმა თაიგული მომიტანა და ხელში შეკერილი ვარდები შემრჩა... სანამ ვარდის ყიდვას გადაწყვიტავთ შეამოწმოთ რისგანაა დამზადებული" - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?
სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სოციალურ ქსელში საკუთარ გამოცდილებას აზიარებს და აცხადებს, რომ ვარდების ყიდვის შემდეგ ჯოხზე აწყობილი ყვავილები შერჩა ხელში.
"მოგესალმებით მეგობრებო. ჩემმა ქმარმა დღეს გამახარა და მომიტანა თაიგული რომელიც ერთი შეხედვით მშვენივრად გამოიყურებოდა. შემრჩა შეკერილი ვარდები და ჯოხზე აწყობილი ყვავილები.
ნაწილი წელის გასამაგრევლად დააბეს რომ არ გადატეხილიყო და ნაწილი უბრალოდ სიმაღლეში დააგრძელეს. თქვენ რომ გაითვალისწინოთ. მაგალითად, სანამ ვარდის ყიდვას გადაწყვიტავთ შეამოწმოთ რისგან არის დამზადებული", - წერს მომხმარებელი.
