"ნანგრევებში დატანჯული ცხოველების ხმა ისმოდა" - თურქეთში, მაშველებმა სასიკვდილოდ განწირული 300-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინეს
თურქეთში, მიწისძვრის შემდეგ მაშველებმა, მრავალი ცხოველი გადაარჩინეს.
ჰათაიში, იმ 10 პროვინციიდან ერთ-ერთში, რომელიც ძლიერ დაზარალდა მიწისძვრებით, მოხალისეებმა 300-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინეს.
6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 35 400-ზე მეტი ადამიანი და დაშავდა 81 000-ზე მეტი.