სასიხარულო ამბავი თურქეთიდან - კაცმა, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს, გაიგო, რომ მამა ხდება (ვიდეო)
თურქეთის ქალაქ ზონგულდაქის მკვიდრმა, მაღაროელმა კაცმა, რომელიც მიწისძვრისგან დანგრეულ ჰათაიში მოხალისედ იმყოფება, სამაშველო ოპერაციის დროს გაიგო, რომ შვილს ელოდება.
"ღმერთო, მე მამა გავხდები", - ამბობს მამაკაცი.
ემოციური ვიდეო სოციალურ მედიაში ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რასაც ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა.