ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6532 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6583 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0051 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8434 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8585 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1408 ლარს შეადგენს და ასევე გაუფასურდა ფუნტი, რომელიც 3.2032 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 16 თებერვლიდან შევა ძალაში.