თეგებით ძიება

,,ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა” – რას წერს თეა წულუკიანი?

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ერთი წლის წინ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერის, ქეთი გაბიანის მიერ მისი მისამართით გამოქვეყნებული მუქარის შემცველი პოსტის „სქრინს“ აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დღეს განაჩენი გამოიტანა. 

 „ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.

მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი.

ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!

მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!“ - წერს თეა წულუკიანი.

ცნო­ბის­თვის, ერთი წლის წინ გა­ბი­ან­მა პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, შემ­დეგ კი წა­შა­ლა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოს­ტის სქ­რი­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე" დადო თეა წუ­ლუ­კი­ან­მა. სქ­რინ­ზე ჩანს, რომ გა­ბი­ა­ნი უცენ­ზუ­როდ სი­ტყვებს იყე­ნებს და წერს: "ეს "სუ­ჩკა" თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი უნდა დავ­მარ­ხო..."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა