მაშველებმა 74 წლის ქალი ნანგრევებიდან 227 საათის შემდეგ გამოიყვანეს
თურქეთში, მაშველებმა 74 წლის ქალი ნანგრევებიდან 227 საათის შემდეგ გამოიყვანეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯემილე კეკეჩი მიწისძვრების ეპიცენტრში, კაჰრამანმარასის პროვინციაში გადაარჩინეს.
ქალი უახლოეს კლინიკაშია გადაყვანილი.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრებს 35 418 ადამიანი ემსხვერპლა, 105 505 კი დაშავდა.