„აი ეს კატასტროფა ხდება ჩვენს თავს!“ - რას წერს ნიკო მიქაია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე?
ანალიტიკოსი, ნიკო მიქაია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროკავშირის რეზოლუციას ეხმაურება და წერს.
„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის პირად შურისძიებასო!
ევროპარლამენტის რეზოლუცია მიღებულია!
მაშინ, როცა ევროპარლამენტი უნდა იღებდეს ჩვენს მხარდასაჭერ რეზოლუციებს სტატუსის მოსანიჭებლად, მაშინ როცა ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმ კარში შესასვლელად, რომელიც გაიღო! აი ეს კატასტროფა ხდება ჩვენს თავს!
აი უბრალოდ ადგა და წაგვართვა ევროპული მომავალი ერთმა რუსმა ოლიგარქმა! არა, საკუთარ თავებს წავართვით შანსი ვიყოთ ევროპის ნაწილი და ნიჟნი ნოვგოროდობა გვინდა! “ - წერს მიქაია.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.