ექთნებმა მიწისძვრის დროს ჩვილები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს - ემოციური ვიდეო თურქეთიდან
სოციალურ მედიაში, თურქეთიდან მორიგი ემოციური ვიდეო ვრცელდება.
ვიდეოში ჩანს ერთ-ერთი სამშობიარო, სადაც ექთნებმა მიწისძვრის დროს გაქცევის ნაცვლად, ახალშობილები ჩაიხუტეს და მაგიდის ქვეშ, დაცულ ადგილას შეაფარეს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.