მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო ერთმანეთს დაშორდნენ... იასკოს სააკაშვილის ქონება სურდა - რა წერს უკრაინული მედია?
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და უკრაინელი დეპუტატი, ლიზა იასკო ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა სტრანა.უა ავრცელებს.
„მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ იგი ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ, უკრაინაში ცალკე დრამა მიმდინარეობს, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას უმაღლესი რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან“, - წერს გამოცემა.
უკრაინული გამოცემა, სააკაშვილის ახლო წრეზე დაყრდნობით წერს, რომ უკვე ერთი წელია, რაც იასკოს მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში არ მიუკითხავს და მასთან კონტაქტსაც არ ინარჩუნებს.
როგორც სააკაშვილის ახლო წრეში ჰყვებიან, იასკო სააკაშვილის გრძნობებით თამაშობდა და მის მიმართ ანგარებიანი დამოკიდებულება ჰქონდა.
„ამბობდა, რომ ორსულად იყო. მიშას და დედამის შეატყობინა, რომ ბავშვს ელოდებოდა. აიძულა იგი გადაეღო ვიდეო-აღიარება მათი ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის საქართველოში წასვლამდე“, - განმარტავს წყარო სააკაშვილის ახლო გარემოცვიდან.
წყაროს თქმით, იასკოსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა მაშინ დასრულდა, როდესაც გაირკვა, რომ სააკაშვილის ქონება დედამისზე იყო გაფორმებული.