თეგებით ძიება

როგორც კი იმის პრეცედენტი შეიქმნება, რომ კონკრეტული პატიმარი წონის კლების გამო გამოვიდა ციხიდან, ჩამოიშლება მთლიანად სასჯელაღსრულების სისტემა - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

"ქართული ონცების" თამვჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების შესახებ საუბრობს. ამის შესახებ მან "რუსთავი2-ის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი პატიმარი შეძლებს წონის დაკლებას და თვითდაიზანების შედეგად პიროვნების გათავისუფლების პრეცედენტით, საფრთხე შეექმნება სასჯელაღსრულების სისტემების ფუნქციონირებას ყველა ქვეყანაში.

"ეს პრეცედენტი როგორც კი იქნება დაშვებული, რომ ადამიანი თვითდაზიანებას ეწეოდა, ჯერ შიმშილობა გამოაცხადა, ორი თვე იყო შერჩევით კვებაზე შიმშილობის ეგიდით, მერე შიმშილობა გადათქვა, მაგრამ იმავე რეჟიმში აგრძელებდა კვებას - ნებისმიერი პატიმარი გააკეთებს ასე, ნებისმიერს შეუძლია იმ წონიდან ამ წონამდე ჩამოვიდეს. როგორც კი პრეცედენტი შეიქმნება, რომ ერთი კონკრეტული პატიმარი რომელსაც თან მანამდე კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული, წონის კლების გამო, მარტო ერთადერთი მიზეზით გამოვიდა ციხიდან, ხომ ჩამოიშლება მთლიანად სისტემა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა