„თუ ბიძინა კარგად არ იქნება, ჯანდაბას ევროკავშირი და ყველაფერი“ - ამას ამბობენ ადამიანები - რას ამბობს გია ხუხაშვილი?
ექსპერტ, გია ხუხაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროპარლამენტარების გზავნილის მიუხედავად, თამაშის წესების შეცვლა არ სურს.
„ქართული ოცნების“ პოზიცია არამხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირებით, რაც ევროინტეგრაციას ეხება, იგივე 12 პუნქტის შესრულებაც რომ ავიღოთ, ფაქტობრივად, არის ძალიან ხისტი და კონფრონტაციული. ყველაფერზე ამბობენ, ვინ ეკითხებათ მათ, ჩვენ რა თამაშის წესებით ვითამაშებთ ქვეყანაში, ასეთები მიგვიღონ, როგორებიც ვართ და თუ არ მოვწონვართ, კარგად იყვნენ. ფაქტობრივად, არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თემაზე, ნებისმიერ თემაზე მათი პოზიცია არის კონფრონტაციული და ესკალაციაზე ორიენტირებული. შესაბამისად, თემის დავიწროება და სააკაშვილამდე დაყვანა არა მგონია, რომ მაინცდამაინც სწორი იყოს. ყველა თემასთან დაკავშირებით იგივე ხდება, რაც წარმოუდგენელია.
კონსტიტუციის სულისკვეთების დარღვევაა, იმიტომ, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ინტეგრაციისთვის. ამის ნაცვლად, ფაქტობრივად, ყველაზე საკითხზე დგებიან პოზაში, ის კი არა, რომ ახსნან თავისი პოზიცია, ისიც არ ეკადრებათ. ისინი ამბობენ, რომ ასე ვცხოვრობთ, მოგწონვართ მიგვიღეთ, არადა ... მოვისმინეთ ჩვენ კიდეც კახა კალაძისგან ეს ყველაფერი", - განაცხადა ხუხაშვილმა.