თეგებით ძიება

ევროპარლამენტის აბსურდულ ჩანაწერებს ვერანაირი ფასი ვერ ექნება. უნგრეთს ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა - ირაკლი კობახიძე რეზოლუციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციას, აბსურდულს უწოდებს.

მისივე თქმით, უნგრეთს ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა.

„ევროპარლამენტის აბსურდულ ჩანაწერებს ვერანაირი ფასი ვერ ექნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აბსურდულობის მსგავსი ხარისხის საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი შეშურდებოდა. უკვე მესამე შემთხვევაა, ევროპარლამენტი წარმოუდგენლად აბსურდულ გადაწყვეტილებებს იღებს. არც პირველი და არც მეორე რეზოლუცია ევროპულ კომისიასა და ევროსაბჭოს არ გაუზიარებიათ.

როდესაც ევროპარლამენტარები ქართულ სახელმწიფოს ესხმიან თავს, ჩვენ მისი დაცვა გვჭირდება. როდესაც ევროპარლამენტის ჩანაწერები სიცრუეზეა აგებული, ეს მათი მხრიდან ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ცალსახა თავდასხმაა.

უნგრეთს ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა, რაც ძალიან მისასალმებელია. ჩანს, რომ უნგრელი ევროპარლამენტარები იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული, არ ექვემდებარებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ „ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა".

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ასევე, ისინი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპარალამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა