თეგებით ძიება
16. 02. 2023 მსოფლიო

შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი - ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ჯო ბაიდენს პუტინთან შესახვედრად მინსკში იწვევს.

ლუკაშენკო ბაიდენს თვითმფრინავის გაგზავნას პირდება და გარანტიას აძლევს, რომ შეხვედრას პუტინიც  დაესწრება: 

"რატომ ,იემგზავრება ბაიდენი მაინცდამაინც პოლონეთში? თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს. სურვილი თუ აქვს, გადაეცით, ჩვენ მზად ვართ, მინსკში მივიღოთ და სერიოზულად ველაპარაკოთ, თუ მას სურს მშვიდობა უკრაინაში. პუტინიც კი ჩამოფრინდება მინსკში და შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი. რატომაც არა?ომის დასრულება თუ სურს, მაშინ ბაიდენი პოლონეთიდან აქ ჩამოვიდეს. მე თვითმფრინავს გავუგზავნი, თუ საჭიროა,  ბოინგს და ვუმასპინძლებთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ჩამოვა, დავსხდებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ", - ამბობს ლუკაშენკო 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა