საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა - ყველა გაგიჟდა? მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა! - რას ამბობს გიული ალასანია?
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დადებითად შეაფასა BBC-ზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ გასული სიუჟეტი და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა“.
„საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა. მგონი, აღარ დარჩა არც არხი, არც გაზეთი რომ ჩემი შვილის დასაცავად მასალა არ გამოქვეყნებულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მსოფლიოს ასეთი დიდი ნაწილი აღიარებს ამ ფაქტს, ეს რას ნიშნავს, ყველა გაგიჟდა? ძალიან მადლობელი ვარ ამის“, - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია BBC-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სიუჟეტი გავიდა, რომელსიც მისი ჯანმრთელობის გაუარესებასა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებზეა საუბარი. სიუჟეტის სათაურია: „არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი კრემლის მსხვერპლი?